ძალოსნობაში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ტატიანა კაშირინა დროებით ჩამოშორებულია ტურნირებს – ის ეჭვმიტანილია ანტისადოპინგო წესების დარღვევაში.
ირკვევა, რომ 29 წლის კაშირინას დასჯის საბაბი გახდა მონაცემები მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოს ლაბორატორიიდან, რომელიც მოიცავს ცნობებს რუსი სპორტსმენების დოპინგსინჯების შესახებ 2012-15 წლების პერიოდში. თავად კაშირინამ კომენტარისგან თავი შეიკავა.
რუსი ძალოსანი 2009-2019 წლების პერიოდში ხუთჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და სამჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი. 2012 წლის ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიგო.
2006 წელს, კაშირინა ორი წლით დისკვალიფიცირებული იყო ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის.