დონლად ტრამპი - არალეგალის ან მოქალაქეობის არმქონე პირის აშშ-ში დაბადებული ბავშვი, მოქალაქობას ავტომატურად არ უნდა იღებდეს
დონლად ტრამპი - არალეგალის ან მოქალაქეობის არმქონე პირის აშშ-ში დაბადებული ბავშვი, მოქალაქობას ავტომატურად არ უნდა იღებდეს

​დონლად ტრამპის თქმით, არალეგალის ან მოქალაქეობის არმქონე პირის აშშ-ში დაბადებული ბავშვი, მოქალაქობას ავტომატურად არ უნდა იღებდეს. პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია ამ წესში ცვლილების შეტანაზე მუშაობს.

„ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვსწავლობთ. მოქმედი კანონმდებლობა, მართალი რომ გითხრათ, სასაცილო მეჩვენება. ანუ შენ გადმოხვალ საზღვარზე, გააჩენ ბავშვს. გილოცავ შენი შვილი ახლა აშშ-ის მოქალაქეა, ეს ხომ სასაცილოა?!“ – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ში 1868 წლიდან მოქმედებს კონსტიტუციის მეთოთხემტე შესწორება, რომელიც აშშ-ში დაბადებული ნებისმიერი პირისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.

2018 წელს აშშ-ის მოქალაქეობა 757 ათასმა ადამიანმა მიიღო. ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.