დონარუმა იტალიის ნაკრების ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია #1TVSPORT
დონარუმა იტალიის ნაკრების ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია #1TVSPORT

ერთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს იტალიისა და ბელგიის ნაკრებები ხვდებიან.

„სკუადრა აძურას“ კარის 22 წლის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმა მოედანზე მეორე ტაიმში კაპიტნის სამკლავურით გავიდა.

იტალიის ნაკრებისა და პსჟ-ს მეკარე 22 წლის არის და ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც „სკუადრა აძურას“ კაპიტნის სამკლავური მოირგო.

რეკორდი კი ლეგენდარულ ჯანი რივერას ეკუთვნის, რომელიც 1965 წლის 8 აპრილს პოლონეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში იტალიის ნაკრების კაპიტანი 21 წლის ასაკში გახდა.