დონალდ ტუსკი - წარმოჩენა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ და „ჰამასის“ ლიდერები ერთნაირები არიან აბსოლუტურად მიუღებელია
დონალდ ტუსკი - წარმოჩენა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ და „ჰამასის“ ლიდერები ერთნაირები არიან აბსოლუტურად მიუღებელია

იმის წარმოჩენის მცდელობა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰამასის“ ლიდერები ერთნაირები არიან და ამაში საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართვა, აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკის თქმით, ის კარგად იცნობს ისრაელის პრემიერ-მინისტრს და თვლის, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთის ახალი კრიზისის ტალღაზე პასუხისმგებელი პირია.

„აშკარაა, რომ ის, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, არის მიუღებელი პოლიტიკური სიმეტრია. ეს ბადებს კითხვას, რატომ არავინ ფიქრობდა „ჰამასის“ ლიდერების, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დაპატიმრების ორდერის გაცემაზე ღაზაში ომის დაწყებამდე?“, – აღნიშნავს ტუსკი.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.