დონალდ ტუსკი ვიქტორ ორბანს მიმართავს - არ შეიძლება, მოსკოვში თქვენი ვიზიტის შესახებ ჭორები იყოს სიმართლე, თუ შეიძლება?
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ ცნობებით გაკვირვებულია. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მიმართავს.
„მოსკოვში თქვენი ვიზიტის შესახებ ჭორები არ შეიძლება, იყოს სიმართლე. თუ შეიძლება?“ – წერს ტუსკი.
მანამდე ორბანის მოსკოვში შესაძლო ვიზიტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხვალ მოსკოვში ჩავა. მედიის ცნობით, მასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.