დონალდ ტუსკი - როდესაც ყველა ქვეყანამ ერთიან პოზიციას მიაღწია, ორბანის თამაში მაშინვე დასრულდა, ეს ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით
დონალდ ტუსკი - როდესაც ყველა ქვეყანამ ერთიან პოზიციას მიაღწია, ორბანის თამაში მაშინვე დასრულდა, ეს ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით

როდესაც ყველა ქვეყანამ ერთიან პოზიციას მიაღწია, ორბანის თამაში მაშინვე დასრულდა და ეს ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ერთიანმა პოზიციამ ხელი შეუწყო ორბანის დარწმუნებას უკრაინის დახმარებაზე. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირი ერთიანია იმ მცდელობაში, რომ დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან ომში. დღეს აღმოჩნდა, რომ როდესაც ზეწოლა კარგად არის მომზადებული და გადამწყვეტი – თითქმის ყველა ჩვენგანი, ეს არის ევროკავშირის 26 ქვეყანა – ოცდამეშვიდე, რომელიც აქამდე ხანდახან სხვა გამოსავალს ეძებდა, ვსაუბრობ უნგრეთზე, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ასევე გახდა ამ ერთიანი საზოგადოების ნაწილი, რომელიც მუშაობს უკრაინის მხარდასაჭერად. როდესაც ყველა ქვეყანამ ერთიან პოზიციას მიაღწია, პრემიერ-მინისტრ ორბანის თამაში მაშინვე დასრულდა. ეს ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით”, – განაცხადა ტუსკმა.

შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.