დონალდ ტუსკი - ბრექსიტის ბოლო ვადის მოკლევადიანი გახანგრძლივება შესაძლებელია
დონალდ ტუსკი - ბრექსიტის ბოლო ვადის მოკლევადიანი გახანგრძლივება შესაძლებელია

ბრექსიტის ბოლო ვადის მოკლევადიანი გახანგრძლივება შესაძლებელია,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა. დონალდ ტუსკის თქმით, ვადის გახანგრძლივება დამოკიდებული იქნება ბრიტანეთის თემთა პალატაში ბრექსიტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ პოზიტიურ კენჭისყრაზე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ტერეზა მეის წინადადებამ რამდენიმე სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხი გააჩინა.

ევროპული საბჭოს შეხვედრაზე 21-22 მარტს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის საკითხი იქნება.