დონალდ ტუსკი ბორის ჯონსონს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
დონალდ ტუსკი ბორის ჯონსონს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბორის ჯონსონს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

დონალდ ტუსკის მისალოც წერილს ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ძვირფასო ბორის, ევროპული საბჭოს სახელით მსურს, მოგილოცოთ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა. ველოდები თქვენთან შეხვედრას ჩვენი თანამშრომლობის დეტალურად განხილვისთვის“, – ნათქვამია დონალდ ტუსკის წერილში.

ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეს შეუდგა.