დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პატიმრების გაცვლა ვარშავის ჩართულობით გახდა შესაძლებელი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პატიმრების გაცვლა ვარშავის ჩართულობით გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ახლახან დასრულდა პატიმრების გაცვლის ოპერაცია, რომლის წყალობითაც რუსეთში დაკავებულმა რუსმა ოპოზიციონერმა გმირებმა და ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეებმა რუსეთი დატოვეს. ეს შესაძლებელი გახდა ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობის დახმარებით. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და შესაბამის სამსახურებს სამაგალითო თანამშრომლობისთვის“, – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.
დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად, რუსეთს რვა პირი გადასცეს, მათ შორის პოლონეთის ციხეში მყოფი პაველ რუბცოვი. სანაცვლოდ რუსეთმა 15 პატიმარი გაათავისუფლა. ასევე, ბელარუსმა გაათავისუფლა გერმანიის ერთი მოქალაქე, რომელსაც სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი.