დონალდ ტრამპმა კუბას ბეისბოლით შეუტია
დონალდ ტრამპმა კუბას ბეისბოლით შეუტია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო ბეისბოლის პროფესიულ ლიგასა (MLB) და კუბის ბეისბოლის ფედერაციას შორის. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება აშშ-სა და კუბას შორის დიპლომატიური დაახლოების პროცესის გაგრძელებას, რომელიც ჯერ კიდევ ბარაკ ობამას მიერ იყო ინიცირებული. როგორც სააგენტო ფრანს პრესი წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ ამგვარი ნაბიჯი კუბის მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად გადადგა, რომლის პოლიტიკით აშშ-ში უკმაყოფილონი არიან.

ისტორიული შეთანხმება, რომელიც ამერიკულ კლუბებს კუბელი მოთამაშეების ოფიციალურად გაფორმების უფლებას აძლევდა, 2018 წლის დეკემბერში გაფორმდა. მაგრამ ახლა, ის არ იქნება რეალიზებული. აკრძალვა აიძულებდა კუბელ ბეისბოლისტებს, გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან, რათა კარიერა აშშ-ში გაეგრძელებინათ. 2014 წლიდან დღემდე, აშშ-ში 350 კუბელი მოთამაშე გადავიდა.