დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრიუდოს ორპირი უწოდა
დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრიუდოს ორპირი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ორპირი უწოდა.

რამდენიმე საათის წინ მედიით გავრცელდა ვიდეო, სადაც კანადის პრემიერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ დონალდ ტრამპზე ხუმრობენ. ვიდეომასალაში კანადის პრემიერ-მინისტრი არ აკონკრეტებს, ვისზე ხუმრობს, თუმცა ამბობს, რომ მაკრონს ბუკინგემის სასახლეში ​მისვლა იმიტომ დააგვიანდა, რომ დონალდ ტრამპთან ერთად 40-წუთიანი პრესკონფერენცია ჰქონდა.

„მისი გუნდის წევრებს ყბა ჩამოუვარდათ“, – ამბობს ჯასტინ ტრიუდო ვიდეოში.

მოგვიანებით ჟურნალისტებმა ამ ვიდეოსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ტრიუდო ორპირია.

​„გულწრფელად რომ ვთქვათ, ტრიუდო კარგი ბიჭია, მაგრამ როგორც ჩანს, მას არ მოსწონს, რომ მივუთითე იმ ფაქტზე, რომ ის თავდაცვის ხარჯების ორ პროცენტს ნატო-ს არ უხდის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.