დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს სახელმწიფო ვახშამზე უმასპინძლა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეუღლესთან, მელანიასთან ერთად თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციის განმავლობაში პირველ სახელმწიფო ვახშამს უმასპინძლა. აშშ-ის პირველი ოჯახის სტუმარი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე ბრიჯიტი იყვნენ.
ვახშამს წინ უძღოდა ორი ქვეყნის ლიდერების მეგობრული შეხვედრა და დისკუსიები ირანის თემაზე. დღის განმავლობაში მაკრონი და ტრამპი ბევრჯერ გადაეხვივნენ ერთმანეთს, მაკრონი საუბრის დროს ხშირად ადებდა თეთრი სახლის ლიდერს მხარზე ხელს. აღსანიშნავია ერთი მომენტიც, როცა ფოტოსესიის დროს ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტს პიჯაკიდან მტვერი მოაშორა, თან დააყოლა: „ის უნაკლო უნდა იყოს“.
სახელმწიფო ვახშამზე სტუმრებს შორის იყვნენ რუპერტ მერდოკი მეუღლესთან ერთად, ოლიმპიური ოქროს მფლობელები ჯონ შუსტერი და მეგან დუგანი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი, „ეფლის“ აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი და პრეზიდენტის კაბინეტის წევრები.
მაკრონის შემდეგ, 27 აპრილს თეთრ სახლს ანგელა მერკელი ეწვევა.
https://www.facebook.com/ABCNewsLive/videos/1892900494093739/