დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეეზღუდებათ
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა შეეზღუდებათ. განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა დავოსში გააკეთა.
დონალდ ტრამპის თქმით, იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა შეეზღუდებათ, მალე გამოქვეყნდება.
ინფორმაცია, რომ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლა შეეზღუდებათ, ამერიკულ მედიაში გუშინ გავრცელდა.
წინასწარი ცნობით, ამ ქვეყნებს შორის არის ბელარუსი და ყირგიზეთი. იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ტერიტორიაზე ჩასვლა შეეზღუდებათ, ასევე სახელდებიან: ერიტრეა, ნიგერია, სუდანი, მიანმარი, ტანზანია.