დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეეზღუდებათ
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეეზღუდებათ

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა შეეზღუდებათ. განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა დავოსში გააკეთა.

დონალდ ტრამპის თქმით, იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა შეეზღუდებათ, მალე გამოქვეყნდება.

ინფორმაცია, რომ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლა შეეზღუდებათ, ამერიკულ მედიაში გუშინ გავრცელდა.

წინასწარი ცნობით, ამ ქვეყნებს შორის არის ბელარუსი და ყირგიზეთი. იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ტერიტორიაზე ჩასვლა შეეზღუდებათ, ასევე სახელდებიან: ერიტრეა, ნიგერია, სუდანი, მიანმარი, ტანზანია.