„პოლიტიკო“ - შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლა შეეზღუდებათ
„პოლიტიკო“ - შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლა შეეზღუდებათ

გავლენიანი ამერიკული გამოცემა „პოლიტიკოს“ცნობით, შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლა შეეზღუდებათ.

წინასწარი ცნობით, მათ შორის მოხვდებიან ბელარუსისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ტერიტორიაზე ჩასვლა შეეზღუდებათ, ასევე სახელდებიან: ერიტრეა, ნიგერია, სუდანი, მიანმარი, ტანზანია.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებისთვის აშშ-ში ჩასვლის სრულად აკრძალვა არ იგეგმება, თუმცა საიმიგრაციო წესები გამკაცრდება.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ახალ განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 27 იანვარს გამოაქვეყნებს.

2017 წელს ტრამპმა აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა ირანის, ლიბიის, სომალის, სირიის, იემენის, ვენესუელის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩადის მოქალაქეებს. არაერთი შტატის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტრამპის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და შეზღუდვა გააუქმა.