დონალდ ტრამპმა და ანგელა მერკელმა შეხვედრაზე რუსულ გაზსადენზე, თავდაცვის ხარჯებსა და სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს

19:25, 11.07.2018

რუსული გაზსადენი, თავდაცვის ხარჯები და სავაჭრო ურთიერთობები იყო განხილვის მთვარი თემა აშშ-ის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრაზე. დონალდ ტრამპისა და ანგელა მერკელის შეხვედრა ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა.

კანცლერთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვისაუბრეთ გაზსადენსა და ვაჭრობაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვაჭრობა გაიზრდება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელთან შეხვედრამდე თქვა, რომ გერმანიას რუსეთი აკონტროლებს, რადგან ბერლინი მოსკოვს ბუნებრივ აირში მილიარდობით დოლარს უხდის. აშშ-ის პრეზიდენტი ნატო-ს წევრებს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისკენ მოუწოდებს.

ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ გერმანია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და დამოუკიდებლად აწარმოებს თავის პოლიტიკას.

მსგავსი