დონალდ ტრამპისადმი მუქარის გამო, „ტვიტერმა“ ირანის სულიერი ლიდერის ანგარიში დაბლოკა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ მუქარის გამო, სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ანგარიში დაბლოკა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„შურისძიება გარდაუვალია. სოლეიმანის მკვლელს და მას, ვინც მისი მოკვლა უბრძანა, გადახდა მოუწევთ“, – ეწერა ირანის სულიერი ლიდერის მიკრობლოგზე „ტვიტერში“.
აითოლა ალი ხამენეი აცხადებდა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, „ყუდსის“ ძალების მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობას არც დაივიწყებს და არც არავის აპატიებს.
მიკრობოგზე გამოქვეყნებულ განცხადებას თან ახლდა ფოტოსურათი, სადაც გოლფის მოთამაშე დონალდ ტრამპი იყო გამოსახული, რომლის თავზე სამხედრო თვითმფრინავის ან უპილოტო საფრენი აპარატის ჩრდილი იყო გამოსახული.