დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის გამოძიების მთავარი მოწმე ალექსანდერ ვინდმენი არმიიდან მიდის
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის გამოძიების მთავარი მოწმე ალექსანდერ ვინდმენი არმიიდან მიდის

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის გამოძიების მთავარი მოწმე, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ალექსანდერ ვინდმენი არმიიდან მიდის. „სიენენის“ ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ 21-წლიანი კარიერის დასრულება დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირეების პოლიტიკური შურისძიების გამო გადაწყვიტა.

ვინდმენის ადვოკატი დევიდ პრესმანი ამბობს, რომ იმპიჩმენტის გამოძიების მიმდინარეობისას გამოკითხვის შემდეგ, დონალდ ტრამპი სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ ჩაგვრის, დაშინებისა და შურისძიების კამპანიას აწარმოებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვინდმენი მიმდინარე წლის თებერვალში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან უკრაინის საკითხებში ექსპერტობიდან გაათავისუფლა. პენტაგონის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ვინდმენი პოლიტიკური მიზეზებით არ არის სამიზნე.