დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ეს კუდიანებზე ნადირობა მძიმე დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ეს კუდიანებზე ნადირობა მძიმე დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს

ეს კუდიანებზე ნადირობა მძიმე დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს, – ასე გამოეხმაურა ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისთვის ნაფიცი მსაჯულების მიერ ბრალის წაყენებას.

„ვფიქრობ, რომ ეს კუდიანებზე ნადირობა ძლიერ დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს. ამერიკელი ხალხი კარგად ხვდება, რას აკეთებენ აქ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები. ყველა ხედავს ამას. ამიტომ ჩვენი მოძრაობა და პარტია არის ძლიერი და ერთიანი. ჩვენ ჯერ ელვინ ბრეგს დავამარცხებთ, შემდეგ კი – ჯო ბაიდენს. ჩვენ ვაპირებთ, თითოეული ეს ცრუ დემოკრატი ოფისებიდან გავაძევოთ იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„სეიენენის“ ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ და პროკურორი ექსპრეზიდენტს ბრალის წაყენების მიზნით სასამართლოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიბარებს.