„სიენენი“ - ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს
„სიენენი“ - ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ. „სეიენენის“ ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას.

მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ და პროკურორი ექსპრეზიდენტს ბრალის წაყენების მიზნით სასამართლოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიბარებს.

საქმის დეტალების მიხედვით, დონალდ ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 2016 წლის არჩევნების დროს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ არ ესაუბრა ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე. აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი.