დონალდ ტრამპი - უსაფრთხოდ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ
დონალდ ტრამპი - უსაფრთხოდ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ

მე უსაფრთხოდ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ, – ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააკეთა.

„ჩემს სიახლოვეს იყო სროლები, მაგრამ ვიდრე ჭორები უკონტროლოდ გავრცელდება, მინდა, გითხრათ: უსაფრთხოდ და კარგად ვარ! მე არასოდეს დავნებდები! დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!“ – წერს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ. მედიის ცნობით, ტრამპის გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.