დონალდ ტრამპის შტაბში აცხადებენ, რომ ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ

22:51, 15.09.2024

დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და წლევანდელ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

„პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს სროლის შემდეგ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა ტრამპის კამპანიის სპიკერმა, სტივენ ჩუნგმა.

„სიენენი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ვესტ პალმ ბიჩში, საერთაშორისო გოლფის კლუბში გოლფს თამაშობდა.

მსგავსი