დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში 120 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში 120 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში 120 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ყალბი ამბავია. გავაკეთებ ამას? აბსოლუტურად. მაგრამ ჩვენ ეს არ დაგვიგეგმავს. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი რამის დაგეგმვა არ მოგვიწევს. ეს რომ გაგვეკეთებინა, ჩვენ ბევრად მეტ სამხედროს გავგზავნიდით.

სად იყო ეს ამბავი, „ნიუ-იორკ თაიმს“-ში? კარგი, „ნიუ-იორკ თაიმსი“ ყალბი ახალი ამბავია“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ ირანთან ომს არ აპირებს.

ვაშინგტონმა სპარსეთს ყურეში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და დამრტყმელი ჯგუფი გაგზავნა. აშშ-ში აცხადებენ, რომ არსებობს ირანის მიერ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის შესაძლებობა. თეირანში ამბობენ, რომ ვაშინგტონმა რეგიონი უნდა დატოვოს.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ ირანთან დაკავშირებით სამხედრო გეგმას განიხილავს.