დონალდ ტრამპი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც აშშ-ისა და კანადის ტერიტორია აშშ-ის ეროვნული დროშით არის დაფარული - „ოჰ, კანადა!“
დონალდ ტრამპი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც აშშ-ისა და კანადის ტერიტორია აშშ-ის ეროვნული დროშით არის დაფარული - „ოჰ, კანადა!“

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადის აშშ-ისთვის მიერთების სურვილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთი გამოხატავს.

დონალდ ტრამპის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც აშშ-ისა და კანადის ტერიტორია აშშ-ის ეროვნული დროშით არის დაფარული.

„ოჰ, კანადა!“ – წერს დონალდ ტრამპი ფოტოს კომენტირებისას.