დონალდ ტრამპი შტატების ხელმძღვანელებს სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსების შეწყვეტას არ გამორიცხავს
დონალდ ტრამპი შტატების ხელმძღვანელებს სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსების შეწყვეტას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შტატების ხელმძღვანელებს სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსების შეწყვეტას არ გამორიცხავს.

დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სკოლების გახსნა დემოკრატებს არ აწყობთ.

„გერმანიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში სკოლები ღიაა პრობლემების გარეშე. დემოკრატები ფიქრობენ, რომ ნოემბრის არჩევნებამდე სკოლები თუ გაიხსნება, ეს მათთვის პოლიტიკურად ცუდი იქნება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის.

შესაძლოა, შეწყდეს დაფინანსება, თუ არ გაიხსნება!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

დატოვე კომენტარი