დონალდ ტრამპი პოლ მანაფორტისთვის პატიმრობის შეფარდებას ზედმეტად მკაცრად და უსამართლოდ მიიჩნევს
დონალდ ტრამპი პოლ მანაფორტისთვის პატიმრობის შეფარდებას ზედმეტად მკაცრად და უსამართლოდ მიიჩნევს

დონალდ ტრამპი თავისი საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პოლ მანაფორტის დაპატიმრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედმეტად მკაცრად და უსამართლოდ მიიჩნევს. ამის შესახებ შშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„რა მკაცრი განაჩენია პოლ მანაფორტისთვის, რომელიც წარმოადგენდა რონალდ რეიგანს, ბობ დოულს და მრავალ სხვა წამყვან პოლიტიკოსსა და კამპანია. არ ვიცოდი, თუ მანაფორტი დაჯგუფების ხელმძღვანელი იყო. და რას იტყვით ჯეიმს კომიზე, თაღლით ჰილარისა და ყველა დანარჩენზე,.ძალიან უსამართლოა!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.

ფედერალურმა მოსამართლემ მანაფორტისთვის შინაპატიმრობის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მმართველი პროკურორებმა მოწმეებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

მანაფორტის ადვოკატი ბრალდებებს უარყოფს. პოლ მანაფორტი ტრამპის კამპანიის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს.

მანაფორტი პატიმრობაში სასამართლო სხდომებამდე დარჩება, რომელიც უახლოეს თვეებში გაიმართება.
მიულერი საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს.