დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს პატიმრობა შეუფარდეს
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს პატიმრობა შეუფარდეს

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.

ფედერალურმა მოსამართლემ მანაფორტისთვის შინაპატიმრობის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მმართველი პროკურორებმა მოწმეებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

მანაფორტის ადვოკატი ბრალდებებს უარყოფს. პოლ მანაფორტი ტრამპის კამპანიის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს.

მანაფორტი პატიმრობაში სასამართლო სხდომებამდე დარჩება, რომელიც უახლოეს თვეებში გაიმართება.

მიულერი საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს.