დონალდ ტრამპი – პიტ ჰეგსეტს უნდა აქებდნენ და არა იმპიჩმენტს უცხადებდნენ, კონგრესო, დაიცავი პიტი

18:22, 10.11.2026

პიტ ჰეგსეტი იღებს უმაღლეს შეფასებას, იმის გამო, რა პასუხიც გასცა გაბრაზებულ და დამარცხებულ ყოფილ კონგრესმენს, თომას მესის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პიტ ჰეგსეტი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული და წარმატებული სამხედრო მაღალჩინოსანია, რომელსაც, იმპიჩმენტის გამოცხადების ნაცვლად, პირიქით, ქება ეკუთვნის. ამასთან, ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, ჰეგსეტი დაიცვას.

„დამარცხებული რესპუბლიკელი კონგრესმენი თომას მესი, სრულიად დამარცხებული, ცდილობს, ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ სამხედრო მაღალჩინოსანს, ომის მდივან პიტ ჰეგსეტს იმპიჩმენტი გამოუცხადოს. ჯო ბაიდენის მმართველობის დროს რეკრუტირების ყველაზე დაბალი დონისა ​და ვენესუელასა და ირანში ორი გამარჯვების გათვალისწინებით, პიტ ჰეგსეტს უნდა აქებდნენ და არა იმპიჩმენტს უცხადებდნენ. კონგრესო, დაიცავი პიტი“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას მესიმ 9 ნოემბერს პიტ ჰეგსეტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის რვა მუხლი წარადგინა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ჰეგსეტმა ირანის წინააღმდეგ ომი კონგრესის ნებართვის გარეშე დაიწყო და უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, რესპუბლიკელი კონგრესმენის, თომას მესის მცდელობა, დაიწყოს მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, ფარსია.

მსგავსი