დონალდ ტრამპი პარკლენდის სკოლაში გარდაცვლილთა ოჯახებს შეხვდება
დონალდ ტრამპი პარკლენდის სკოლაში გარდაცვლილთა ოჯახებს შეხვდება

პარკლენდის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პრეზიდენტი და პირველი ლედი ფლორიდაში ჩავიდნენ.

მათ დაჭრილები საავადმყოფოში მოინახულეს. ამის შემდეგ დონალდ ტრამპი ქალაქ პარკლენდის შერიფის ოფისში მივიდა. მან სამართალდამცველებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პრიორიტეტი ბავშვების დაცვა და სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი სკოლაში დაღუპული მოზარდებისა და მასწავლებლების ოჯახის წევრებს შეხვდებიან. პარკლენდის სკოლაში სამი დღის წინ 19 წლის ნიკოლას კრუზმა 14 მოზარდი და სამი მასწავლებელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. კრუზი პოლიციამ იმავე დღეს დააპატიმრა.