ფლორიდის სკოლაში მასობრივ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლას კრუზი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრი იყო
ფლორიდის სკოლაში მასობრივ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლას კრუზი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრი იყო

ფლორიდის ქალაქ პარკლენდში, მარჯერი სთოუნმენ დუგლასის სკოლაში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის ნიკოლას კრუზი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Independent ავრცელებს.

ნეონაცისტური დაჯგუფების „Republic of Florida” (ფლორიდის რესპუბლიკა) ლიდერმა ჯეიკობ ჯერედმა ჯერ უარყო, მოგვიანებით კი დაადასტურა, რომ კრუზი მათ წევრი იყო.

ფლორიდის ლეონის ოლქის შერიფის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ დაჯგუფება „Republic of Florida” ახალ წევრებს ეძებდა. აღნიშნული ორგანიზაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

თავდასხმას ფლორიდის სკოლაში გუშინ 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.