დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ფლორიდის სკოლაზე თავდამსხმელი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ფლორიდის სკოლაზე თავდამსხმელი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა, რომელიც ფლორიდის ერთ-ერთ სკოლას თავს დაესხა ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო. ტრამპმა ეს განცხადება მიკრობლოგ twitter-ის საშუალებით გააკეთა.

“ბევრი მინიშნება გვაქვს იმისთვის, რომ ვიფიქროთ, თავდამსხმელი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო. სკოლიდანაც კი გარიცხეს. მეზობლებმა და თანაკლასელებმა იცოდნენ, რომ ის პრობლემას წარმოადგენდა საზოგადოებისთვის. აუცილებელია, მსგავსი შემთხვევების შესახებ ყოველთვის მიაწოდოთ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს“, –  წერს ამერიკის პრეზიდენტი.

თავდასხმას ფლორიდის სკოლაში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი სტუდენტია.