აშშ-ში, ფლორიდაში სკოლაზე თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი სტუდენტია
აშშ-ში, ფლორიდაში სკოლაზე თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი სტუდენტია

აშშ-ში, ფლორიდაში სკოლაზე თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი სტუდენტი 19 წლის ნიკოლას კრუზია. როგორც სააგენტო Associated Press წერს, პოლიციას დაკავებულის სახელი არ გაუსაჯაროებია, თუმცა ის სტუდენტებმა ამოიცნეს.

როგორც სკოლის მოსწავლეები ყვებიან, ნიკოლას კრუზი უცნაური ხასიათით გამოირჩეოდა, რის გამოც მათმა ნაწილმა მასთან მეგობრობა გაწყვიტა.

თავდასხმას ფლორიდის სკოლა Marjory Stoneman Douglas High School-ში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყოფილმა სტუდენტმა ცეცხლი ნახევრადავტომატური იარაღიდან გახსნა. თავდამსხმელს აირწინაღი ეკეთა. ის თავდასხმიდან მალევე მეზობელ უბანში დააკავეს.