დონალდ ტრამპი - კოლუმბიის პრეზიდენტი კოკაინს აწარმოებს და აშშ-ში აგზავნის, ასე რომ, მან თავის თავს უნდა მიხედოს
დონალდ ტრამპი - კოლუმბიის პრეზიდენტი კოკაინს აწარმოებს და აშშ-ში აგზავნის, ასე რომ, მან თავის თავს უნდა მიხედოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ის კოკაინს აწარმოებს და შეერთებულ შტატებში აგზავნის. ასე რომ, მან თავის თავს უნდა მიხედოს“, – აცხადებს ტრამპი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დარტყმებისა და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს აყვანის შემდეგ კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ სოციალურ ქსელში დაწერა: „ვენესუელას თავს დაესხნენ, რაკეტებით ბომბავენ, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია და გაერო დაუყოვნებლივ უნდა შეხვდნენ“.