დონალდ ტრამპი - ილონ მასკი არაფერში მჭირდება, მაგრამ მე ის მომწონს, მან ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა
ილონი არაფერში მჭირდება, მაგრამ მე ის მომწონს, მან ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არ სჭირდება ტესლას ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში შეიძინა.
„მე დიდი თანხა გადავიხადე ამ მანქანაში, მაგრამ თეთრი სახლის თანამშრომლებს ვაძლევ მისი ტარების საშუალებას. ისინი ყველაზე ლამაზი მანქანით დადიან. ეს მართლაც შესანიშნავია. მე ეს გავაკეთე ილონის მხარდასაჭერად. ბევრმა ადამიანმა გააკეთა იგივე. ეს არის მხარდაჭერის გამოხატვა, რადგან მან ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა, თუმცა მას სათანადოდ არ ეპყრობიან“, – განაცხადა ტრამპმა.