დონალდ ტრამპი – ღაზაში ომი მომდევნო რამდენიმე კვირაში დასრულდება

22:49, 25.08.2025

ღაზაში ომი მომდევნო რამდენიმე კვირაში დასრულდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, ხშირად ესაუბრება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და მან უთხრა, რომ ომი მალე უნდა დასრულდეს.

„ვფიქრობ, მომდევნო ორ-სამ კვირაში საკმაოდ კარგი, საბოლოო დასასრული გვექნება. ეს უნდა დასრულდეს, მაგრამ ხალხი ვერ დაივიწყებს 7 ოქტომბერს“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი