პოლიტიკური კრიზისი ესპანეთში
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ესპანეთი მწვავე სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
87 წლის ქალის გამოსახლებით და კლინიკაში გარდაცვალებით დაწყებული მასობრივი პროტესტი და ვნებათაღელვა ვერც ვადამდელი არჩევნების დანიშვნამ ჩააცხრო. მადრიდი და კიდევ რამდენიმე ქალაქი საყოველთაო გაფიცვამ და აქციებმა მოიცვა. საცხოვრებელი ხარჯების ზრდის, ქირის მაღალი გადასახადის და გასახლების პროცედურების გამო მიმდინარე გამოსვლების შეჩერებას მთავრობა ახალი ზომების მიღებით და საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით ცდილობს. გუშინდელი ეროვნული გაფიცვის, მორიგი შეტაკებების, აქციების დაშლის, ძალადობრივი ქმედებების და დაკავებების შემდეგ პარლამენტმა დღეს რამდენიმე კანონი შეცვალა, თუმცა პროფკავშირების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები მაინც არ წყდება. უთანხმოების და პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გასახლების პროცედურებია, რომლებზეც მთავრობა დემონსტრანტებთან შეთანხმებას ვერ ახერხებს – აქციების მონაწილეები გამოსახლების განუსაზღვრელი დროით შეჩერებას მოითხოვენ.