იტალიაში უამინდობა მესამე დღეა, გრძელდება, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ლიგურიისა და ტოსკანის რეგიონებშია
იტალიაში უამინდობა უკვე მესამე დღეა, გრძელდება. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ლიგურიისა და ტოსკანას რეგიონებშია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პეზარო-ე-ურბინოს პროვინციაში მდინარე მეტაურო კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე მუნიციპალიტეტი დატბორა.
გენუის პროვინციის ქალაქ კარასკოში, მეწყრის საფრთხის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
საპორტო ქალაქ ლა-სპეციაში წყალი ათობით მაღაზიაში, სახელოსნოსა და საწყობში შევიდა. ადგილობრივი მეწარმეების გაერთიანება „კონფკომერციოს“ ცნობით, დაზიანდა საქონელი, ავეჯი და ტექნიკა.
ამასთან, გასულ ღამეს მეხანძრეებმა 16 მიგრანტი გადაარჩინეს. ისინი იტალია-საფრანგეთის საზღვართან, ქალაქ ვენტიმილიაში, სარკინიგზო ხიდის ქვეშ იმყოფებოდნენ. მდინარე რუა მოულოდნელად ადიდდა და მათ უსაფრთხო ადგილას გადასვლა ვეღარ მოასწრეს.