დონალდ ტრამპი - გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი კორუმპირებული ხელმძღვანელი წლების განმავლობაში ზიანს აყენებდა ჩვენს ქვეყანას, ახლა მოუწევს, პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორისთვის, ჯეიმს კომისთვის ბრალის წაყენებას გამოეხმაურა.
როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი კორუმპირებული ხელმძღვანელი წლების განმავლობაში ზიანს აყენებდა ჩვენს ქვეყანას, ახლა მოუწევს, პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულებისთვის.
„მართლმსაჯულება ამერიკაში! ჯეიმს კომი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი კორუმპირებული ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადამიანია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ოდესმე შეხვედრია. დღეს მას დიდმა ჟიურიმ ბრალი წაუყენა ორ მძიმე დანაშაულში, სხვადასხვა უკანონო ქმედებისთვის. წლების განმავლობაში ის ზიანს აყენებდა ჩვენს ქვეყანას და ახლა მოუწევს, პასუხი აგოს ჩვენი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ უფროსს, ჯეიმს კომის ბრალი წაუყენეს ცრუ ჩვენების მიცემასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში.