გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ უფროსს, ჯეიმს კომის ბრალი წაუყენეს
გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ უფროსს, ჯეიმს კომის ბრალი წაუყენეს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ უფროსს, ჯეიმს კომის ბრალი წაუყენეს. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ჯეიმს კომის ბრალი წაუყენეს ცრუ ჩვენების მიცემასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში.

აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის გენერალური პროკურორი პემ ბონდი და განაცხადა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

„არავინ დგას კანონზე მაღლა. დღევანდელი ბრალდება ასახავს იუსტიციის დეპარტამენტის ვალდებულებას, პასუხი აგებინოს მათ, ვინც ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებს ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის. ამ საქმეში ჩვენ ფაქტებს მივყვებით“, – წერს ბონდი.

მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კომი, რამდენიმე სხვა პოლიტიკურ ოპონენტთან ერთად, „ჯოჯოხეთურად დამნაშავეა“ და „სამართლიანობა უნდა აღდგეს“.

ჯეიმს კომი დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, 2017 წელს გაათავისუფლა.

ჯეიმს კომი 2013-2017 წლებში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.