დონალდ ტრამპი ერაყის პრეზიდენტს შეხვდა
დონალდ ტრამპი ერაყის პრეზიდენტს შეხვდა

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ერაყელ კოლეგას შეხვდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ლიდერებმა ერაყიდან უცხოური ჯარების გაყვანისა და კონტიგენტის შემცირების შესახებ ისაუბრეს.

ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანის შესახებ რეზოლუცია 5 იანვარს მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმის გამო, რომ სამხედრო მოქმედება ერაყში დასრულდა და „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მიღწეულია, მთავრობა ვალდებულია, გააუქმოს საერთაშორისო კოალიციის მიმართ დახმარების თხოვნა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის რეზოლუცია არ ავალდებულებს მთავრობას, შეასრულოს რეზოლუციის პირობები.