დონალდ ტრამპი - ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ბრაზილიის პრეზიდენტ ლულასთან, დისკუსია ისევ გვექნება და ახლო მომავალში ერთმანეთს შევხვდებით
დონალდ ტრამპი - ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ბრაზილიის პრეზიდენტ ლულასთან, დისკუსია ისევ გვექნება და ახლო მომავალში ერთმანეთს შევხვდებით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვასთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში განმარტავს, ლიდერებმა ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებზე ისაუბრეს.

„ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ბრაზილიის პრეზიდენტ ლულასთან. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ ძირითადი აქცენტი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკასა და ვაჭრობაზე იყო გაკეთებული“, – წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში ლიდერები პირადად შეხვდებიან ერთმანეთს.

„ჩვენ შემდგომი დისკუსია ისევ გვექნება და ახლო მომავალში ერთმანეთს შევხვდებით, როგორც ბრაზილიაში, ასევე შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საუბარი და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა წარმატებით იმუშავებს ერთად.