დონალდ ტრამპი – დაცემის პირას მყოფ ირანს გარიგების დადება სურს, თანაც სასწრაფოდ
U.S. President Donald Trump holds a press conference in the James S. Brady Press Briefing Room at the White House in Washington, D.C., U.S., April 6, 2026. REUTERS/Evan Vucci
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანს ოფიციალურ ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევა სურს.
ტრამპმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ აშშ აღნიშნული იდეის მიმართ ღიაა და მასში ჩართვას არ გამორიცხავს.
„დაცემის პირას მყოფ ირანს გარიგების დადება სურს, თანაც სასწრაფოდ. მე გადავწყვეტ, აშშ ჩაერთვება თუ არა ამ კონცეფციაში – რის მიმართაც ჩვენ ღია ვართ“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, მანამდე განაცხადა, რომ მსოფლიოში დიზელის საწვავზე ფასების ზრდა ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია და არა – ირანის.