დონალდ ტრამპი – რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშებს აღარ მიიტანენ

19:28, 14.09.2026

რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშებს აღარ მიიტანენ, – ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავრცელებს.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავზე ფასის ზრდა არა ირანის, არამედ რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია.

„უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს. რუსეთიც ანალოგიურ ქმედებაზე დათანხმდა. მსოფლიოში დიზელის საწვავზე ფასების ზრდა ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია და არა – ირანის“, – წერს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპს არ დაუსახელებია ოფიციალური პირების ვინაობა, რომლებმაც მას ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდაუსხმელობის შესახებ ქვეყნების გადაწყვეტილება აცნობეს.

მსგავსი