დონალდ ტრამპი - „ბრექსითის“ გეგმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმებას გაანადგურებს   
დონალდ ტრამპი - „ბრექსითის“ გეგმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმებას გაანადგურებს   

ბრექსითის“ გეგმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმებას გაანადგურებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა The Sun-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბრიტანული ტაბლოიდის კორესპონდენტთან ინტერვიუში თეთრი სახლის ლიდერმა ტერეზა მეი „ბრექსითთან“ დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ბერქსითის პროცესს სულ სხვანაირად წარვმართავდი. ტერეზა მეის შეხვედრის დროს ვურჩიე კიდეც, თუმცა არ დამეთანხმა. მე ის არ მისმენს. თუ ლონდონი „​ბრექსითთან“ დაკავშირებით ტერეზა მეის გეგმას შეასრულებს, ამით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმებას გაანადგურებს“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა ინტერვიუს დროს.

როგორც ცნობილია, ტერეზა მეი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევას ცდილობს. პრემიერ-მინისტრის თქმით, „ბრექსითი“ ქმნის შესაძლებლობას, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა გაღრმავდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ლონდონში იმყოფება. დონალდ ტრამპი და ტერეზა მეი მოლაპარაკებებს დღეს გამართავენ. 12 ივლისს კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბლენჰეიმის სასახლეში თეთრი სახლის ლიდერს სადილზე უმასპინძლა. გალა საღამოს 150 ადამიანი, მათ შორის იყვნენ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და ადგილობრივი ბიზნეს ლიდერები.