ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპს სადილზე უმასპინძლა [ფოტო]
ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპს სადილზე უმასპინძლა [ფოტო]

დიდი ბრიტანეტის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპს სადილზე უმასპინძლა. გალა საღამო ოქსფორდშირის საგრაფოში, ბლენჰეიმის სასახლეში გაიმართა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და პირველ ლედის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი საზეიმო ცერემონიით დახვდა. უელსის, ირლანდიისა და შოტლანდიის გვარდიის წარმომადგენლებმა აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნები შეასრულეს.

ბლენჰეიმის სასახლეში გამართულ საღამოს 150-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და ადგილობრივი ბიზნესლიდერები.

ტერეზა მეი და დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებს ხვალ, პრემიერ-მინისტრის საზაფხულო რეზიდენციაში, ჩეკერსში გამართავენ. ორი ქვეყნის ლიდერები „ბრექსითზე“ რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დედოფალი ელიზაბეტ მეორე აუდიენციას გამართავს.

დონალდ ტრამპს დიდ ბრიტანეთში დემონსტრაციებით დახვდნენ. ლონდონში აშშ-ის მიგრაციულ პოლიტიკას აპროტესტებენ. თეთრი სახლის ლიდერის ვიზიტთან დაკავშირებით დემონსტრაციები 13 ივლისსაც არის დაგეგმილი. ტრამპის პოლიტიკას ლონდონში, გლაზგოსა და კიდევ რამდენიმე ბრიტანულ ქალაქში გააპროტესტებენ.

დატოვე კომენტარი