დონალდ ტრამპი - ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ 
დონალდ ტრამპი - ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ 

დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თქვა, რომ მთავრობას პროექტისთვის 1.6 მილიარდი დოლარი უკვე აქვს.

„ჩვენ მასშტაბური სასაზღვრო უსაფრთხოება გვექნება, რომელიც ასევე მოიცავს კედელს. ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ჩვენ კედლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ და დიდ ნაწილს უკვე ვაშენებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი 29 ივლისს მთავრობის მუშაობის შეჩერებით დაიმუქრა, თუ დემოკრატები გეგმის მხარდაჭერაზე უარს იტყოდნენ. აშშ-ის პრეზიდენტს კედლის აშენება უკანონო მიგრაციის შეზღუდვის მიზნით სურს.