დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა მოსალოდნელზე მალე შეიქმნება

21:30, 02.06.2020
1209898354

1209898354

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინები იმაზე მალე იქნება მზად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ წერს.

„წინ კარგი ამბებია, მრავალმხრივ“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1.81 მილიონს აღემატება. მათგან თითქმის ნახევარმა მილიონმა ვირუსი უკვე დაამარცხა. 317 ათასზე მეტი კი, გარდაიცვალა.

მსგავსი