დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანეთმა „ჰუავეისთან“ თანამშრომლობა მის გამო შეწყვიტა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანეთმა კომპანია „ჰუავეისთან“ თანამშრომლობა მის გამო შეწყვიტა.
„ჩვენ ბევრი ქვეყანა დავარწმუნეთ და ამას ძირითადად მე ვაკეთებდი, რომ არ გამოეყენებინათ „ჰუავეი“, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს უსაფრთხო არ არის. მე ბევრი ქვეყანა დავარწმუნე, რომ არ გამოეყენიბინათ „ჰუავეი“. ჩვენთან ბიზნესის კეთება სურთ თუკი სურთ, მაშინ „ჰუავეი“ არ უნდა გამოიყენონ. თუ არ ვცდები, დღეს გაერთიანებულმა სამეფომ დააანონსა, რომ „ჰუავეის“ აღარ გამოყენებენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 2027 წლისთვის 5G ქსელებიდან „ჰუავეის“ პროდუქცია სრულად იქნება ამოღებული.
ბრიტანეთში ტრამპის კომენტარს უკვე გამოეხმაურნენ. როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, „ჰუავეისთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა მხოლოდ ტრამპის პოზიციას არ მოუხდენია.