დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „სუპერ-დუპერ“ რაკეტის შექმნაზე მუშაობს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „სუპერ-დუპერ“ რაკეტის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ქვეყნის კოსმოსური ძალების დროშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ახალი რაკეტა 17-ჯერ უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე აშშ-ის შეიარაღებაში აქამდე არსებული რაკეტები.
„კოსმოსი იქნება მომავალი, როგორც თავადაცვის, ისე თავდასხმის თვალსაზრისით და ბევრი სხვა კუთხითაც. იმის გათვალისწინებით, რაც მესმის და არსებულ ცნობებზე დაყრდნობით, ჩვენ ახლა ლიდერები ვართ კოსმოსში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის კოსმოსური ძალების შექმნის განკარგულებას 2019 წლის დეკემბერში მოაწერა ხელი.