დომენიკო ტედესკო - ლუკაკუს სურს, მეტი ყურადღება „ნაპოლის“ დაუთმოს და გვთხოვა, ნაკრებში არ მოგვეწვია #1TVSPORT
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკუმ განაცხადა, რომ გუნდის წამყვან ფეხბურთელებს, კევინ დე ბრუინსა და რომელუ ლუკაკუს ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის მიღება არ სურთ.
„დე ბრუინის პოზიცია გვესმის, ის მსოფლიო დონის გუნდში თამაშობს და წამყვან მოთამაშეებზე ძალიან დიდი დატვრითვაა, სეზონში 70 თამაშის ჩატარება უწევთ. მან გვთხოვა, ერთა ლიგის მატჩებისთვის არ გამოგვეძახა.
რაც შეეხება რომელუ ლუკაკუს, მას სურს მეტი ყურადღება ახალ გუნდს, „ნაპოლის“ დაუთმოს და მანაც გვთხოვა, ნაკრებში არ მოგვეწვია“, – განაცხადა ტედესკომ.
რომელუ ლუკაკუ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში, „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ კარგ ფორმაშია. ბელგიელმა 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ანტონიო კონტეს გუნდი ამ მომენტისთვის იტალიის სერია A-ს ლიდერია.